საწარმო

პრემიუმ ხარისხი, უთანამედროვესი ტექნიკა და საიმედოობა.

პრემიუმ ხარისხის თხილის დამუშავება საქართველოში

ორიათას წელზე მეტია, რაც კავკასიაში თხილს და ნიგოზს აშენებენ. ამ გამოცდილებასა და ტრადიციას ჩვენ კომბინირებას ვუკეთებთ დასავლეთ ევროპულ ნოუ ჰაუსთან, რაც დაკავშირებულია თხილის ინდუსტრიულ დამუშავებასთან.

ჩვენთვის ხარისხს უმაღლესი მნიშვნელობა აქვს. ინოვაციური მეთოდით თხილი ეფექტურად და დაზიანების გარეშე მუშავდება, ამავდროულად თხილი ინარჩუნებს თავის ბუნებრივ იერსახეს და ამავე დროს ხდება მისი ფორმისა და ორგანოლეპტიკური თვისებების გაუმჯობესება.

თხილის შემდეგი დამუშავებისათვის ჩვენ ვიყენებთ საკვების დამუშავების უახლეს გადაწყვეტილებებს ინდუსტრიული წარმოების სხვა საშუალებებთან ერთად.

ჩვენი მოთხოვნები პროდუქტის მაღალ ხარისხთან დაკავშირებით, ასევე მოიცავს კარგ ეკოლოგიურ და სოციალურ პირობებს თხილის მოყვანის ადგილებში. სურსათის უვნებლობის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილია.

EDELLING-ის საწარმოო ქსელმა ფუნქციონირება დაიწყო 2017 წელს. ჩვენი პროდუქტის დამუშავებისა და პროდუქციის IFS /FSSC 22000 სერტიფიცირება  დასრულდა 2018 წლის ზაფხულში.

ტექნოლოგიები

  • გასუფთავება
  • ოპტიკური დახარისხება
  • მოხალვა
  • დაქუცმაცება და დაფქვა
  • გაცრა და გამოცალკევება

სოციალური სტანდარტები

უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები განაპირობებს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და კმაყოფილ კლიენტებს, რაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ.

EDELLING -ი გახლავთ ეფექტურობისა და კეთილსინდისიერების გარანტი, პროდუქტის წარმოების ქსელის ნებისმიერ სფეროში: მწარმოებელი და მომხმარებელი ყოველთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა პირებმაც დააკმაყოფილონ მიწის დამუშავების უმაღლესი სტანდარტები და პროდუქციის წარმოებას მოეკიდონ უდიდესი პასუხისმგებლობით, რომელიც ორიენტირებულია საბაზრო მოთხოვნებზე. იმისათვის რომ უზრუნველვყოთ სასოფლო-სამეურნეო საუკეთესო პრაქტიკა, ეფექტური კულტივაციის მეთოდები და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება, ჩვენ დავიწყეთ UTZ სერთიფიკაციის პროცესი.

ჩვენი გუნდი

ჩვენს ახალ დაარსებული საწარმოში EDELLING, თანამშრომლებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება თხილის გადამუშავების სფეროში, ისევე როგორც მის წარმოებასა და გაყიდვაში.

Dr. Shota Sagrishvili
Managing Director

Zviadi Botsvadze
Production

Levan Jugeli
Warehouse Manager

Giorgi Abutidze
Quality Management Systems

Paata Shubladze
Production Manager